რობინ დანიგანმა სამთავრობო ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძესთან კარგი თანამშრომლობა აქვს.

როგორც დანიგანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგაც გაგრძელდება.


„მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.

იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.

კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა,“ – აცხადებს დანიგანი.