რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას

რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას - ამერიკის ელჩ რობინ დანიგანის თქმით, რა თქმა უნდა, აშშ-სთან უფრო ღრმა ეკონომიკური კავშირები ქვეყანას გააძლიერებს და შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებები გაძლიერდეს.


„მე ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა იცის, ბევრი ქვეყანა უშუალოდ არ მუშაობს თავისუფალ ვაჭრობაზე იმიტომ, რომ დიდი ხანი გრძელდება. მე ვუყურებ იმას, რომ შეიძლება, კონკრეტული მიმართულებები განვითარდეს, მაგალითად, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში, მაღალი ტექნოლოგიების დარგში, ციფრული ეკონომიკის, და ვფიქრობ, რომ არსებობს ბევრი შესაძლებლობა, ცალკეულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით," - აღნიშნა რობინ დანიგანმა რუსთავი2-თან საუბარში.