მილიარდერმა ბიზნესმენმა ვასილი ანისიმოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. მედიის ცნობით, ანისიმოვი მეშვიდე მილიარდერია, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.
ვასილი ანისიმოვმა „ფორბსს" წარუდგინა დოკუმენტები, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში დაკარგა. გამოცემა წერს, რომ მოქალაქეობაზე უარის შემდეგ, ანისიმოვი რუსეთში საქმიანი ვიზით ჩადის.
ვასილი ანისიმოვი ამჟამად ხორვატიის მოქალაქეა.
ხსენებული ქვეყნის ეკონომიკაში 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
Forbes-ის 2023 წლის რეიტინგით, ანისიმოვი 72-ე ადგილზეა 1,6 მილიარდი დოლარის ქონებით.
ვასილი ანისიმოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის პარტნიორი იყო ჰოლდინგ „მეტალოინვესტში“. მოგვიანებით საკუთარი კომპანია Coalco შექმნა. ანისიმოვი, რომელიც 2010-2022 წლებში რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტიც იყო, ამბობს, რომ რუსეთში არანაირ ქონებას აღარ ფლობს.