შვედეთის მთავრობამ უკრაინაში ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26.4 მილიონი ევრო გამოყო.
ინფორმაციას თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები საგრანტო მხარდაჭერის სახით თემებს გაეგზავნება.
„კერძოდ, საუბარია იმათზე, ვინც ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან/ბანკებიდან სასესხო სახსრებს იღებენ ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების, კომუნალური ტიპის საკუთრებებში ენერგოეფექტურობის გაზრდის, ურბანული ელექტროტრანსპორტის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად,“ - აცხადებენ სამინისტროში.