რუსული მედიის ცნობით, 10 თებერვალს რიწის ტბაზე ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო რია ნოვოსტის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა.
„გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები,“ - განაცხადა კიუტმა. მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის გარღვევის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა. ოპერაციის დროს უსაფრთხოების ძალები და მაშველები წყალზე და წყალქვეშ იმუშავებენ დატბორილი მანქანის ეკიპაჟის გადასარჩენად.