უკრაინამ დანიასთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება.
„უკრაინის პრეზიდენტისა და პრეზიდენტის აპარატის უფროსის დავალებით, უკრაინამ დანიასთან უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ დეტალური მოლაპარაკებები დაიწყო,“ - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იჰორ ჟოვკვა, დანიის დელეგაციას კი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ლისბეტ ზილმერ-ჯონსი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები G7-ის უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის იმპლემენტაციის ფარგლებში დაიწყო, რომელსაც დანია, ნორდიელებთან ერთად, პირველ ქვეყნებს შორის შეუერთდა.