საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე დამტკიცდა. მინისტრთა შორის მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.