პრეზიდენტმა პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შექიმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.