ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში 20-21 თებერვალს, ბრიუსელში განხორციელდება.

მან მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტი შეეხება ევროკავშირს და ასევე NATO-ს.


„უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე, NATO-ს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება,“ - განაცხადა კობახიძემ.