უკრაინის სომეხთა კავშირის და უკრაინაში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა 9 თებერვალს უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო ჰოსპიტალს 10 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს, განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.
„უკრაინისთვის ამ რთულ დროს, როდესაც სრულმასშტაბიანი ომი თითქმის ორი წელია, მიმდინარეობს, სომხეთი (უკრაინას) დახმარების ხელს უწვდის,“ - განაცხადა სომხეთის ელჩმა უკრაინაში ვლადიმერ კარაპეტიანმა.
კარაპეტიანმა ასევე აღნიშნა, რომ 12000-მდე ეთნიკური სომეხი იბრძვის უკრაინის სამხედროებთან, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეობის მქონე სომხები.