ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.


იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში,“ - ნათქვამია ოლაფ შოლცის მისალოც წერილში.

ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება.