9 თებერვალს, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი ჩავიდა, იტყობინება ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და ათიათასობით თბილი ტანსაცმლის კომპლექტი გადასცეს.
„ყოველი პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას, ასევე არის კიდევ ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე," - ამბობს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი.
ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირეა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. იანვარში ლიეტუვამ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ოდენობის გრძელვადიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.