ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს ეწვია

ბათუმში, მინერალური სასუქების ტერმინალს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ეწვია.
 
საპატიო სტუმარს Wondernet Express Investment Group-ის დამფუძნებელმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა და გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა ბათუმის სასუქების ტერმინალი და მისი მუშაობის პრინციპი გააცნეს. ასევე, განიხილეს ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელობა და მისი, კიდევ უფრო განვითარების გზები.
 
შეგახსენებთ, 2021 წლის ივნისში, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group.“