ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ

ყაზახეთის ელჩი საბერძნეთში ერლან ბაუდარბეკ-კოჟატაევი, საბერძნეთის ქალაქ პირეუსის მერს ჯანის მორალისს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა  ქალაქებს აქტაუსა და პირეუსს შორის თანამშრომლობის დამყარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


მერმა მორალისმა ელჩს საბერძნეთის უდიდესი პორტის ზრდის სტრატეგიები გააცნო. 

ელჩმა ბაუდარბეკ-კოჟატაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის პოტენციურ თანამშრომლობას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასაუმჯობესებლად, აქტაუს და კურიკის საზღვაო პორტების გამოყენებით.


მორალისმა Aktau-სთან გრძელვადიანი პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ინტერესი გამოხატა, განსაკუთრებით ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების მიმართულებით.


პირეუსი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირებისთვის გადამწყვეტი ცენტრია, მეოთხე უდიდესი ევროპული პორტია როტერდამის, ჰამბურგისა და ანტვერპენის შემდეგ. მისი წლიური გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას შეადგენს.

გარდა ამისა, პირეუსი, როგორც საბერძნეთის მთავარი სამგზავრო პორტი, ყოველწლიურად თითქმის 18 მილიონ მგზავრს ემსახურება. შეგახსენებთ, შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო სისტემებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით აკავშირებს. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


ცნობისთვის, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.