უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა. გენერალ-ლეიტენანტ სერჰი შაპტალას ნაცვლად ეს თანამდებობა დაიკავა გენერალ-მაიორმა ანატოლი ბარგილევიჩმა. ამის შესახებ ზელენსკისმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბარგილევიჩის კანდიდატურა წამოაყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ. შეიარაღებულ ძალებში გადაადგილებებამდე ბარგილევიჩს ტერიტორიული დაცვის ძალების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
RBC-Ukraina-ს ცნობით, ბარგილევიჩი 2022 წელს კიევის თავდაცვისას გოსტომელის მიმართულებას კურირებდა. იქ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ხელში ჩაიგდო აეროდრომი, რომელიც სავარაუდოდ, საჰაერო-სადესანტო ძალების გადასროლისთვის უნდა გამოეყენებინათ. რუსეთის ჯარებმა ვერ მოახერხეს მისი გამოყენება.
ზელენსკიმ ბარგილევიჩს უწოდა გამოცდილი ადამიანი, რომელსაც ესმის ომის ამოცანები და მიზნები.
8 თებერვალს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი შეცვალა.