მაია სანდუ: არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე წელიწადში, დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არ გამორიცხა, რომ „მომავალ რამდენიმე წელიწადში, დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება.“ ტელეარხ Moldova 1-თან სანდუმ განაცხადა, რომ ძირითად პრობლემად დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ყოფნა რჩება.

მანე აღნიშნა, რომ „კრემლის მსახურები” გამოხატავენ შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. მაგრამ მოლდოვის ნეიტრალურ სტატუსს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია არღვევს. არცერთი სხვა ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს.“


„ჩვენთვის ძირითად მიზნად ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას ვცდილობთ, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე…

მარცხენა სანაპიროს [დნესტრისპირეთის] მცხოვრებლებს ასევე მშვიდობა სურთ, ახლა შეშინებულები არიან, ვინაიდან რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. უკვე ვნახეთ ომის დასაწყისში ახალგაზრდა ადამიანები როგორ გადმოდიოდნენ მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე, იმის შიშით, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაგზავნიდნენ. იქ ისევე სურთ მშვიდობა, როგორც აქ. ევროინტეგრაციის [დადებითი] ეფექტების დემონსტრირებას მოვახდენთ და ვერ წარმოვიდგენ, იქ როგორ შეიძლება, უარი თქვან ევროინტეგრაციაზე,” - განაცხადა სანდუმ.