არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა. შეხვედრა წმინდა პეტრეს ტაძარში შედგა, მესაზე, როდესაც არგენტინის პირველი ქალი წმინდანად შერაცხეს.

„დიდი მადლობა...!!!" მილეიმ რომის პაპთან შეხვედტრის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე ამ წარწერით გამოაქვეყნა. მილეი ორშაბათს, 12 თებერვალს პირადად უნდა შეხვდეს რომის პაპს, მანამდე კი, მოლაპარაკებები ექნება იტალიის ულტრამემარჯვენე პრემიერ ჯორჯია მელონისთან და ქვეყნის პრეზიდენტთან.


როგორც Associated Press წერს, ოდესღაც ხავიერ მილეიმ რომის პაპს "იმბეცილი" უწოდა, რადგან მისი შეფასებით, რომის პაპი "სოციალური სამართლიანობის" იდეებს იცავს.

მოგვიანებით, მილეიმ ბოდიში მოიხადა იმ შეურაცხყოფისა და კრიტიკისთვის, რომელიც მან ადრე საჯაროდ გამოთქვა რომის პაპის მიმართ.