უკრაინამ საზღვაო დრონის გაუმჯობესებული ვერსია განავითარა

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა საზღვაო დრონის გაუმჯობესებული ვერსიის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა.

ეს არის დრონი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კერძოდ, ანექსირებულ ყირიმში თავდასხმებისთვის იყენებენ.


ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ პარალელურად, უკრაინა ავითარებს Sea Baby-ს თვითმფრინავებს, რაც კონკურენციისთვის მნიშნელოვანია.

ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უკვე დაეწია რუსეთს შორი მანძილის კამიკაძე-დრონების წარმოების რაოდენობით.


პირველ თებერვალს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „ივანოვეცის“ სარაკეტო გემის განადგურების შესახებ გამოაცხადა. სავარაუდოდ, გემის ღირებულება, დაახლოებით 60-70 მილიონი დოლარია. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სარაკეტო ნავი განადგურდა უკრაინული Magura V5 საზღვაო დრონის ექვსი პირდაპირი დარტყმით.