12 თებერვლს 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე გორის საავტომობილო გვირაბის აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლი 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.
„დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.