ფინეთის პარლამენტის IT დეპარტამენტმა, საპარლამენტო პლატფორმებზე TikTok აპლიკაციის გამოყენება უსაფრთხოების მიზნით აკრძალა. ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის პრესსამსახურმა 12 თებერვალს განაცხადა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ რისკის შეფასების განხილვის შემდეგ, შესაბამისი ბრძანება გაიცა.
მარტიდან TikTok-ის ინსტალაცია ტექნიკურად დაიბლოკება. ფინეთის პარლამენტმა ამ ნაბიჯის მიზეზი არ დაასახელა, მაგრამ გასულ თვეში ფინეთის უსაფრთხოების პოლიციამ (SUPO) გამოვიდა გაფრთხილებით, რომ TikTok მომხმარებლის მონაცემებმა შესაძლოა, ჩინეთის უსაფრთხოების ორგანოებში გაჟონა. თავად TikTok-ის ცნობით, აპლიკაციას 1,5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ფინეთში, ხოლო შინაარსის მოდერაციას ენის 40 ფინელი ექსპერტი ახორციელებს. გასულ წელს, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, უსაფრთხოების რისკების გამო, TikTok-ის საჯარო სამსახურებისთვის, სამხედრო პერსონალისთვის და სამართალდამცავი ოფიცრებისთვის გამოყენების შეზღუდვა დაიწყო.