თეგი: TikTok
ვიდეობლოგების სერვისი TikTok-ი რუსეთში მუშაობას ზღუდავს
ვიდეობლოგების სერვისი TikTok-ი რუსეთში მუშაობას ზღუდავს. მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონი გახდა ომის შესახებ ე.წ. ფეიკ-ნიუსების აკრძალვის შესახებ. „ამ კანონის მიღების შემდეგ, სხვა არჩევანი არ გვრჩება,“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
FBI-ის დირექტორის თქმით, TikTok-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შეშფოთებას იწვევს
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრის ვრეიმ განაცხადა, რომ ჩინური სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყურადღებას იმსახურებს. მიჩიგანის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ურეიმ გამოთქვა შეშფოთება, რომ პეკინის ადმინისტრაციას შეუძლია, TikTok-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემები „ტრადიციული ჯაშუშური ოპერაციებისთვის“ გამოიყენოს. „TikTok-ის მფლობელ კომპანიას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს. ეს მათ აძლევს იმის პოტენციალს, გამოიყენოს აპლიკაცია ისე, რომ ეს შეიძლება, ჩვენც შეგვეხოს“, - აღნიშნა FBI-ის დირექტორმა. „ყველაფერი ეს, მთავრობის ხელშია, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და რომელსაც აქვს მისია, რომელიც ძალიან ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებს. ეს ჩვენ უნდა გვაშფოთებდეს“, - აღნიშნა კრის ვრეიმ. გასულ თვეში FBI გამოვიდა გაფრთხილებით, რომ TikTok-ზე შეგროვებული მონაცემები შესაძლოა, პეკინის ადმინისტრაციამ „ბოროტად“ გამოიყენოს. TikTok-მა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის არ ინახავს აშშ-ის მომხმარებლის მონაცემებს ჩინეთში, სადაც კანონი მთავრობას საშუალებას აძლევს, აიძულოს კომპანიებს გადასცენ შიდა ინფორმაცია.
TikTok-მა საქართველოდან წაშალა ანგარიშები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომზე დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებდა
ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. საქმე ეხება 18 ანგარიშს, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ეს ანგარიშები 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს. „ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელორუსსა და უკრაინაში იყვნენ ბაზირებულნი. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები შინაარსს რუსულ ენაზე აზიარებდნენ, არაავთენტიკური ანგარიშების გამოყენებით, პრორისული თვალსაზრისის გაძლიერების მიზნით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად წარმოადგენდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, ამ პრორუსული პოზიციების გავრცელებას უნდა მოჰყოლოდა დისკურსი უკრაინაში მიმდინარე ომზე. TikTok--ს ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ისინი ევროპელი მომხმარებლების სახელით მოქმედებდნენ და უკარაინის ომის თემაზე მასალებს გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე ავრცელებდნენ. კომპანიამ ასეთი 1688 ანგარიში დაბლოკა, რომლებსაც 133 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
ავსტრალია ყველა სამთავრობო მოწყობილობაზე TikTok-ს აკრძალავს
ავსტრალია სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ს აკრძალავს იმის შიშით, რომ აპლიკაციის უსაფრთხოება დაზიანებულია და პლატფორმას ჩინეთი შესაძლოა, საგარეო ჩარევის მიზნით იყენებდეს. ამის შესახებ CNN წერს. ავსტრალია შეერთებული შტატებს, კანადას, გაერთიანებულ სამეფოსა და ახალ ზელანდიას უერთდება, რომლებმაც ასევე აკრძალეს ეს აპლიკაცია. გენერალურმა პროკურორმა მარკ დრეიფუსმა განაცხადა, რომ აკრძალვა ძალაში შევა „როგორც კი შესაძლებელი იქნება". მისი თქმით, შეღავათები დაიშვება ცალკეულ შემთხვევაში. „დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოებისგან რჩევის მიღების შემდეგ, დღეს მე უფლება მივეცი გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის მდივანს, გამოსცეს სავალდებულო მითითება, რათა აიკრძალოს TikTok-ის აპლიკაცია თანამეგობრობის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მოწყობილობებზე“, - განაცხადა პროკურორმა.
ფინეთის პარლამენტმა TikTok-ის გამოყენება აკრძალა
ფინეთის პარლამენტის IT დეპარტამენტმა, საპარლამენტო პლატფორმებზე TikTok აპლიკაციის გამოყენება უსაფრთხოების მიზნით აკრძალა. ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის პრესსამსახურმა 12 თებერვალს განაცხადა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რისკის შეფასების განხილვის შემდეგ, შესაბამისი ბრძანება გაიცა. მარტიდან TikTok-ის ინსტალაცია ტექნიკურად დაიბლოკება. ფინეთის პარლამენტმა ამ ნაბიჯის მიზეზი არ დაასახელა, მაგრამ გასულ თვეში ფინეთის უსაფრთხოების პოლიციამ (SUPO) გამოვიდა გაფრთხილებით, რომ TikTok მომხმარებლის მონაცემებმა შესაძლოა, ჩინეთის უსაფრთხოების ორგანოებში გაჟონა. თავად TikTok-ის ცნობით, აპლიკაციას 1,5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ფინეთში, ხოლო შინაარსის მოდერაციას ენის 40 ფინელი ექსპერტი ახორციელებს. გასულ წელს, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, უსაფრთხოების რისკების გამო, TikTok-ის საჯარო სამსახურებისთვის, სამხედრო პერსონალისთვის და სამართალდამცავი ოფიცრებისთვის გამოყენების შეზღუდვა დაიწყო.
ევროპარლამენტის არჩევნების წინ, TikTok დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს
TikTok, ევროპაში არჩევნების წინ, ყალბი ამბებისა და ფარული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს. სოციალური მედიის პლატფორმამ განაცხადა, რომ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, Tiktok გახსნის ეგრეთ წოდებულ „ხმის ცენტრებს“ ადგილობრივ ენებზე, რაც სოციალური ქსელის აქამდე არსებული პრაქტიკის გაგრძელებაა. „შემდეგ თვეში ჩვენ გამოვუშვებთ ლოკალიზებულ Voting Hub აპლიკაციას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისთვის, რათა ადამიანებს მარტივად შეეძლოთ ფაქტების გარჩევა მხატვრული ლიტერატურისგან,“ - განაცხადა კევინ მორგანმა, TikTok-ის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელმა. კომპანიის ინფორმაციით, TikTok-ს ევროპარლამენტის წევრების დაახლოებით 30% იყენებს. „ადგილობრივ ჩინოსნებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეს „საარჩევნო ცენტრები“ იქნება ადგილი, სადაც ჩვენს საზოგადოებას შეეძლება სანდო და ავტორიტეტული ინფორმაციის მოძიება,“ - განმარტა მორგანმა. კერძოდ, აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ ევროპელების უკეთ ინფორმირება მოხდეს საარჩევნო პროცესის შესახებ. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება
ჯო ბაიდენი TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა ჩინურ კომპანია ByteDance-ს მოუწოდა, რომ TikTok-ზე უარი თქვას, ან აშშ-ში საქმიანობა აეკრძალება. ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონიც უჭერს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი TikTok-ის აკრძალვას ეწინააღმდეგება, რადგან ეს ნაბიჯი კონკურენტ სოციალურ ქსელს Facebook-ს დაეხმარება. „თუ ისინი ამას მიიღებენ, მე ხელს მოვაწერ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტის შესახებ.