რობერტა მეცოლა: ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე უფრო მეტი უნდა დახარჯოს.

მეცოლა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ NATO-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი.


„ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ და ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით თუ რა საშიშროებაც შეიძლება მოჰყვეს მას, მაგრამ ასევე მტკიცედ უნდა გავიაზროთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო,“ - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.