რუსეთი ერევნისგან გარანტიებს ითხოვს, რომ პუტინს სომხეთში შესაძლო ვიზიტის დროს არ დააკავებენ

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტისთვის კონკრეტული გარანტიების მიღებაა საჭირო.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ, უსიტყვოდ, ახალ რეალობას, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო სტატუტში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ ჰქონდეს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე.


რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან გარკვეული გარანტიების მიღება ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან. ეს საკითხი ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რასაც ვაპირებთ," - აღნიშნა პესკოვმა.