ევროკომისია ახალ სავაჭრ შეზღუდვებზე მსჯელობს დაახლოებით 20 კომპანიის მიმართ, მათ შორის, არის სამი ჩინეთში დაფუძნებული კომპანია, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერაში არიან ბრალდებულნი. ამის შესახებ Bloomberg სანქციების პროექტზე დაყრდნობით იტყობინება.
ევროკავშირის მიერ განხილული სანქციების სიას დაემატა კომპანიები ჰონგ-კონგიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან. დამტკიცების შემთხვევაში, ჩინეთის იურიდიული პირები პირველად დაექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
გამოცემის ცნობით, სანქციების წინადადებას ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ დამტკიცება და, შესაბამისად, ის ცვლილებას ექვემდებარება.