აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ შოლე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. დერეკ შოლე აღნიშნავს, რომ მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა დაუდასტურა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი,” - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი.
-
პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
-
ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან