ამერიკის საელჩო: ვაგრძელებთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას

აშშ-საქართველოს ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ამის შესახებ ამერიკის საელჩო წერს, რითაც ელჩ რობინ  დანიგანსა და თავდაცვის ახალ მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.


„ელჩ რობინ დანიგანს პატივი ჰქონდა, შეხვედროდა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს. ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას,“ წერს ამერიკის საელჩო Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

აშშ და საქართველო მზად არიან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერონ.