რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში ასევე შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპი.