თებერვლის დასაწყისში პრორუსი ჰაკერები ლიეტუვის არმიის ელექტრონულ სისტემებში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ცნობილია, მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა, მაგრამ საბოლოო დასკვნის გაკეთება შესაძლებელია გამოძიების დასრულების შემდეგ. ILIAS სისტემა ამ დროისთვის გათიშულია გარე ქსელიდან და მიმდინარეობს განახლებები. ამის შესახებე ლიეტუვის მედია იუწყება.
„ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა, ჯართან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო გამოძიება; ინციდენტი ამჟამად საშუალო კატეგორიის მოვლენად განიხილება,“- აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.