ბალტიის ზღვის ქვეშ გამყინვარების ხანის ქვის კედელი აღმოაჩინეს

მკვლევრების აზრით, მათ აღმოაჩინეს ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი სტრუქტურა. კედელი 10 000 წელზე მეტი ხნისაა. თითქმის 1 კილომეტრის სიგრძის ქვის კედელი გერმანიის სანაპიროზეა აღმოჩენილი. კედელი, რომლის შესახებაც მკვლევრებმა პირველად 2021 წელს შეიტყვეს, შეიძლება, აღმოჩნდეს ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი ნაგებობა, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ბალტიის ზღვის რეგიონში. ეს ტერიტორია დაახლოებით 8500 წლის წინ დაიფარა წყლით.

სტრუქტურა მდებარეობს აღმოსავლეთ გერმანიის შტატის მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიის სანაპიროდან დაახლოებით 10 კილომეტრში, 21 მეტრის სიღრმეზე. იგი შედგება თითქმის 1700 ჩოგბურთის და ფეხბურთის ზომის ქვისგან, ძირითადად მეტრზე ნაკლები სიმაღლის. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კედელი აშენდა ირმის დასაჭერად, რომლებზეც ნადირობდნენ.