აშშ-ს რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული იახტის აუქციონზე გატანა სურს

აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ ის ყოველწლიურად 7 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს სანქცირებული რუსი ოლიგარქისგან ჩამორთმეული სუპერიახტის შესანარჩუნებლად. Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონმა სასამართლოს გემის გაყიდვის ნებართვისთვის მიმართა, მისი კონფისკაციის კანონიერების საკითხის გარკვევამდე.


106-მეტრიანი Amadea ფიჯის პორტში 2023 წლის 14 აპრილს ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. აშშ-ის მთავრობის ცნობით, იახტა, რომლის სავარაუდო ღირებულება 325 მილიონი დოლარია, რუს მილიარდერ სულეიმან კერიმოვს ეკუთვნის, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. იახტის მფლობელი კომპანია სასამართლოში ჩივის.

მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ „ამადეუსი“ „Роснефт“-ის ყოფილ ხელმძღვანელს ედუარდ ხუდაინატოვს ეკუთვნის და არა კერიმოვს. მას კი აშშ-ის სანქციები არ ეხება, ამიტომ ბიზნესმენის ადვოკატები გემის დაბრუნებას მოთხოვენ.

დოკუმენტების მიხედვით, ხუდაინატოვი კიდევ ერთ იახტის „შეჰერეზადეს“ მფლობელია. გამომძიებელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ გემი შესაძლოა, რეალურად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდეს. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, კერიმოვისა და მისი ოჯახის ქონება $10,7 მილიარდს შეადგენს.