თეგი: იახტა

რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში შევიდა

როგორ ცდილობენ, გაექცნენ დასავლეთის სანქციებს რუსი ოლიგარქები, ამ თემაზე სააგენტო Reuters-ი სტატიას აქვეყნებს. ბრიტანული მედია წერს, რომ რუსი ოლიგარქ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში, კერძოდ, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, კურორტ გოიჩეკთან ახლოს მდებარე ყურეში შევიდა. დერიპასკას, რუსული ალუმინის გიგანტის Rusal-ის (RUAL.MM) დამფუძნებელს, სანქციები შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა დაუწესეს. მანამდე ის მშვიდობის მოწოდებით გამოდიოდა. Reuters-ის ინფორმაციით, კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფი 73-მეტრიანი იახტა გიოჩეკის ყურეში რჩება. „NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და შუამავალია კონფლიქტში. მან მხარი დაუჭირა კიევს, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს, მათ შორის რუსი მილიარდერების წინააღმდეგ ზომებს. ანკარა დიდწილად ეყრდნობა რუსულ ენერგეტიკულ იმპორტს და ტურისტებს. ის იქცა უსაფრთხო თავშესაფარად სანქციებისგან გაქცეული რუსებისთვის და ბევრმა ინვესტიციაც ჩადო ამ ქვეყანაში. პარასკევს, უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს თურქეთთან მეტი მხარდაჭერისთვის, ესმის თუმცა არ არის კმაყოფილი მოსკოვთან ანკარის პარალელური კავშირებით“, - წერს Reuters-ი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში

იტალიამ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული იახტის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო

იტალიის მთავრობის დავალებით, 6 მაისს პოლიციამ $700 მილიონად შეფასებული ძვირადღირებული იახტა Scheherazade დააკავა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაა კავშირში. იტალიის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, იახტის კონფისკაცია მოხდება.  იახტა Scheherazade სექტემბრიდან გადიოდა რემონტს იტალიის პორტში Marina di Carrara-ში. ბოლოდროინდელმა აქტივობამ ნავსაყუდელზე, გააჩინა ეჭვი, რომ ეკიპაჟი შესაძლოა ზღვაში გასასვლელად ემზადებოდა. მანამდე პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ Scheherazade-ს მფლობელი იყო ედუარდ ხუდაინატოვი, რუსული ენერგეტიკული გიგანტის Rosneft-ის (ROSN.MM) ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად არაა ევროკავშირის სანქციების სამიზნე. იტალიის ფინანსთა სამინისტრომ გასცა დაყადაღების ბრძანება, თუმცა არ დაუსახელებია მფლობელის ვინაობა. მხოლოდ თქვა, რომ იახტა კავშირშია „რუსეთის მთავრობის გამოჩენილ წარმომადგენლებთან". ფინანსთა სამინისტროს თქმით, თავად მფლობელი არ იყო ბრიუსელის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შედგენილ სანქციების სიაში. თუმცა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რომმა სთხოვა ბრიუსელს ამის გამოსწორება და იახტის დაკავების ბრძანება გასცა გადაწყვეტილების მოლოდინში. „პოლიცია იახტაზე 6 მაისს გვიან ავიდა ბრძანების შესასრულებლად“, - განაცხადა იტალიის მთავრობამ. მარტში იტალიის პარლამენტში გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობას  დაეყადაღებინა იახტა Scheherazade, რათა მოეხდინა ზეწოლა პუტინზე და მის თანამოაზრეებზე უკრაინაზე თავდასხმის შესაჩერებლად. იტალიამ მარტსა და აპრილში 900 მილიონ ევროზე მეტი ($950 მილიონი) ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა სანქცირებულ მდიდარ რუსების, რომლებიც რეგულარულად ჩამოდიოდნენ ქვეყანაში დასასვენებლად და ქონება ბევრ პრესტიჟულ ადგილას იყიდეს. პოლიციამ Reuters განუცხადა, რომ სამართალდამცველები ცდილობდნენ დაედგინათ Sheherazade-ს ნამდვილი მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე და აიგო გერმანული ფირმა Luerssen-ის მიერ. Scheherazade საიდუმლო მფლობელს 2020 წელს გადაეცა, იახტას ორი ვერტმფრენის სადესანტო მოედანი აქვს და მას შეუძლია უმასპინძლოს 18 სტუმარს და ეკიპაჟის 40 წევრს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ, მარტში გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ Scheherazade რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. პუბლიკაციის თანახმად, Scheherazade-ს ეკიპაჟის ბევრი წევრი რუსეთის ფედერალური სამსახურიდან იყო, რომელთაც ევალებათ რუსეთის პრეზიდენტის დაცვა. კრემლს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. არც გამოძიების კითხვებზე გაუცია პასუხი, იყო თუ არა პუტინი Scheherazade-ს მფლობელი და იყვნენ თუ არა რუსეთის ფედერალური სამსახურის წევრები ეკიპაჟის წევრები. ასევე წაიკითხეთ  სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქის სუპერიახტა პირველად დააყადაღა ნიდერლანდებმა 20 რუსული იახტა დააკავა პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს

ფიჯიმ აშშ-ს ოლიგარქ სულეიმან ქერიმოვთან დაკავშირებული სუპერიახტა გადასცა

ფიჯის უზენაესმა სასამართლომ შეერთებულ შტატებს კუნძულის პორტიდან სუპერიახტა Amadea-ს გაყვანის უფლება მისცა, რომელიც მანამდე ვაშინგტონის მოთხოვნით დააკავეს. იახტა რუს მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს ეკუთვნის, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, სანქციების ქვეშ მოექცა. სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია  იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იახტამ უნდა „დატოვოს ფიჯის წყლები“, რადგან კუნძულზე მისი ყოფნა სამართლებრივი დავების ფონზე „ხელისუფლებას ძვირად დაუჯდა“. იახტა „ფიჯის წყლებში ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა და, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების მხრიდან დევნის თავიდან აცილებას აპირებდა“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ფიჯის გენერალური პროკურორის კრისტოფერ პრაიდის თქმით, სასამართლო დათანხმდა, რომ „ფულის გათეთრებისა და ქონების გათეთრების საკითხები“ აშშ-ის სასამართლოში უნდა გადაწყდეს. 106-მეტრის სიგრძის იახტა Amadea, რომლის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს, ფიჯიში მექსიკიდან 18-დღიანი ცურვის შემდეგ 13 აპრილს ჩავიდა. ერთი კვირის შემდეგ, კუნძულის ხელისუფლებამ გემი აშშ-ის მოთხოვნით დააკავა. მაისში ფიჯის უზენაესმა სასამართლომ რუსი მილიარდერის სულეიმან კერიმოვის კუთვნილი სუპერიახტის Amadea-ს ჩამორთმევის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  

რუს ოლიგარქ აბრამოვიჩის Eclipse-მა თურქეთის სანაპიროსთან ღუზა ჩაუშვა

რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის რომან აბრამოვიჩის Eclipse-მა, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საკურორტო რაიონში, მარმარისში ღუზა ჩაუშვა. რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News 164 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის იახტას ექვსი სართული აქვს, ასევე აუზი და შვეულმფრენის მოედანი, ასევე საშუალო ზომის წყალქვეშა აპარატი.  რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში შევიდა მარმარისის მცხოვრებნი და სტუმრები აბრამოვიჩის კუთვნილ იახტასთან ფოტოებს იღებენ. 2010 წელს Eclipse-ს ღირებულება 340 მილიონ ევროს შეადგენდა.  ლუქსის კლასის იახტა, თურქეთის ერთი კვირაა რაც თურქეთის სანაპიროზე ფიქსირდება.  მანამდე Eclipse ალჟირის სანაპიროსთან დაფიქსირდა. აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი.  ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს.  bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა

გიბრალტარის მთავრობას, სანქცირებული რუსი მილიარდერის სუპერიახტა აუქციონზე გამოაქვს

გიბრალტარის ხელისუფლებას, 65 მილიონ ფუნტად შეფასებული, სანქცირებული რუსი მილიარდერის იახტა აუქციონზე გააქვს. სუპერიახტის მფლობელია რუსი ოლიგარქი დიმიტრი პუმპიანსკი. 72,5 მეტრიანი Axioma საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის სასარგებლოდ იყიდება. ბანკი ამტკიცებს, რომ  იახტის მილიარდერ მფლობელ დიმიტრი პუმპიანსკის დავალიანება, საფინანსო ინსტიტუტის წინაშე $20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. დიმიტრი პუმპიანსკი სააქციო საზოგადოება TMK-ს მმართველი დირექტორია. საწარმო ნავთობ-გაზის სექტორში საქმიანობს და „გაზპრომის“ დაკვეთით მილებს ამზადებს. რუს მილიარდერს, როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მილიარდერი, რომლის ქონება დაახლოებით 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, პუტინის ერთ-ერთი „უახლოესი“ ოლიგარქია.  

იტალიის სანაპიროსთან უზარმაზარი, 40-მეტრიანი სუპერ იახტა ჩაიძირა

სამხრეთ იტალიის სანაპიროსთან სუპერ იახტა ჩაიძირა. იტალიის სანაპირო დაცვის წევრებმა წყალქვეშა გემზე ცხრა ადამიანი გადაარჩინეს. Sky News-ის ცნობით, ამინდის გაუარესებამ შეუძლებელი გახადა სამაშველო ბუქსირით იახტის უსაფრთხოდ ამოყვანა. გამოცემა იტყობინება, რომ ალიპოლიდან მილაცოში მიმავალი გემის ჩაძირვის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. იახტა იტალიაში 2007 წელს ააგეს.  

გერმანიაში, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა გაჩხრიკეს

გერმანიაში, 156 მეტრიან იახტა Dilbar-ზე, რომელიც რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის ჩხრეკა ჩატარდა, იუწყება Der Spiegel. რუსი ოლიგარქი ფულის გათეთრებაში, საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევასა და გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს იახტა Dilbar-ი, რომელიც უსმანოვმა 2016 წელს $600 მილიონად იყიდა, ახლა ქალაქ ბრემენში დგას. იახტა რუს ოლიგარქს, ჰამბურგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ჩამოართვა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა მანამდე გერმანიის პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ალიშერ უსმანოვის რამდენიმე ქონება, მათ შორის მისი აგარაკი ბავარიაში, ტეგერნსეს ტბაზე. იქვე ამოიღეს დოკუმენტები, ასევე ოთხი ფაბერჟეს კვერცხი. მათი ზუსტი ღირებულების დადგენა იშვიათობის გამო რთულია, თუმცა 2007 წელს გასული საუკუნის დასაწყისში დამზადებული როტშილდის კვერცხი 12,5 მილიონ ევროდ გაიყიდა. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.   

მედია: FBI-მ ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა გაჩხრიკა

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა, ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის მდიდრული იახტა გაჩხრიკეს. კრემლის მომხრე ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთს გადასცეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 15 ნოემბერს გაცემული ჩხრეკის ორდერის საფუძველზე, ადრიატიკის ზღვაზე მდებარე ქალაქ ტროგირში, ნავსადგურში 92 მეტრიანი იახტის Royal Romance-ის ჩხრეკა განხორციელდა. ინფორმაცია Jutarnji List-ს მოსამართლემ და სპლიტის რაიონული სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დინკო მეშინმა დაუდასტურა. მოსამართლემ სხვა დეტალებზე საუბარზე უარი განაცხადა, რადგან მთელი პროცედურა გასაიდუმლოებულია. უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.  

Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა

Guardian-ის ცნობით, იტალიის მთავრობის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის მაზეპინის იახტა, ოლბიის პორტიდან საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა.  Guardian-ის ცნობით, 22 მეტრიანი იახრა Aldabar-ი, რომლის ღირებულებაც 700 000-დან ერთ მილიონ ევრომდეა, ოლბიას პორტში იმყოფებოდა. იახტა  მარტში დააყადაღეს, როდესაც მაზეპინი იმ რუს ბიზნესმენებს შორის მოხვდა, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. გაზეთის ცნობით, იახტა ივნისამდე იყო ოლბიაში, შემდეგ კი გაუჩინარდა - და ეს მოხდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის ოფიციალურად გამოცხადდებოდა მაზეპინის საკუთრებად. „მაზეპინმა იცოდა, რომ ის იყო სიაში, მაგრამ მან შეძლო მაქსიმალურად გამოეყენებინა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჩვენ დავადგინეთ, რომ გემი მას ეკუთვნოდა. რადგან გვჭირდებოდა საკუთრების მთელი ჯაჭვის გამოკვლევა", - აცხადებს მედიასთან წყარო. იტალიის ფინანსურმა პოლიციამ გაზეთს განუცხადა: „როდესაც ჩვენ საკუთრების გადამოწმების პროცესში ვიყავით, იახტა გადამალეს“. პოლიციის ცნობით, მაზეპინმა დაიქირავა უცხოური კომპანია, რომელმაც იახტა ოლბიის პორტიდან გაიყვანა. იტალიის პოლიციამ დაადგინა, რომ რუსი ოლიგარქის იახტა ბოლოს ტუნისში, ბიზერტეს პორტში ნახეს, მაგრამ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. The Guardian იუწყება, რომ ახლა იტალიის ხელისუფლებას შეუძლია დააჯარიმოს თავად მაზეპინი და ის კომპანია, რომელიც იახტის გაყვანის პროცესში მონაწილეობდა.  მედიის ცნობით, ამ დროისთვის მაზეპინის კუთვნილი ვილა სარდინიაზე დაყადაღებულია. მაზეპინი ხელმძღვანელობს Uralchem-ის დირექტორთა საბჭოს, ის ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების სიაშია.  

იტალიელი სამართალდამცველები რუს ოლიგარქ დიმიტრი მაზეპინსა და მის იახტას ეძებენ

იტალიელმა სამართალდამცველებმა რუსი ოლიგარქი დიმიტრი მაზეპინი ძებნილთა სიაში შეიყვანეს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსი ოლიგარქის იახტა სარდინიის პორტიდან 2022 წლის ზაფხულში გაუჩინარდა. იტალიელმა პროკურორებმა გააანალიზეს უძრავი ქონების მონაცემები, რომლის მიხედვითაც რუსმა ოლიგარქმა ტოსკანის საკურორტო ქალაქ ფორტე დეი მარმიში, ახლახან ზღვისპირა ვილა იქირავა. ასევე სამართალდამცველები ცდილობენ იპოვონ მისი 22 მეტრიანი სუპერიახტა Aldabra, რომელიც ბოლოს ლიგურიის რივიერაზე მდებარე სავონას პორტში დაფიქსირდა. სავარაუდოდ იახტა რომლის ღირებულებაც 700 000-დან 1 მილიონ ევრომდეა, ტუნისში გადაიყვანეს. რუსი ოლიგარქის იახტა, სანქციების გამო კონფისკაციას ექვემდებარებოდა.  დიმიტრი მაზეპინი სანქცირებულთა სიაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხვდა. მედიის ცნობით, იტალიში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა რუსმა ოლიგარქმა ქვეყანაში გაყინული აქტივებით მოახერხა ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილება. იტალიის პოლიცია ვარაუდობს, რომ თავად მაზეპინი შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მაზეპინი, მინერალური სასუქების კომპანიის მილიარდერი მფლობელი და ფორმულა 1-ის ყოფილი მძღოლის, ნიკიტა მაზეპინის მამაა. მისი კაპიტალი ახლა $800 მილიონს აღემატება.   

აშშ-ს რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული იახტის აუქციონზე გატანა სურს

აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ ის ყოველწლიურად 7 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს სანქცირებული რუსი ოლიგარქისგან ჩამორთმეული სუპერიახტის შესანარჩუნებლად. Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონმა სასამართლოს გემის გაყიდვის ნებართვისთვის მიმართა, მისი კონფისკაციის კანონიერების საკითხის გარკვევამდე. 106-მეტრიანი Amadea ფიჯის პორტში 2023 წლის 14 აპრილს ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. აშშ-ის მთავრობის ცნობით, იახტა, რომლის სავარაუდო ღირებულება 325 მილიონი დოლარია, რუს მილიარდერ სულეიმან კერიმოვს ეკუთვნის, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. იახტის მფლობელი კომპანია სასამართლოში ჩივის. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ „ამადეუსი“ „Роснефт“-ის ყოფილ ხელმძღვანელს ედუარდ ხუდაინატოვს ეკუთვნის და არა კერიმოვს. მას კი აშშ-ის სანქციები არ ეხება, ამიტომ ბიზნესმენის ადვოკატები გემის დაბრუნებას მოთხოვენ. დოკუმენტების მიხედვით, ხუდაინატოვი კიდევ ერთ იახტის „შეჰერეზადეს“ მფლობელია. გამომძიებელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ გემი შესაძლოა, რეალურად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდეს. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, კერიმოვისა და მისი ოჯახის ქონება $10,7 მილიარდს შეადგენს.