აშშ გააგრძელებს სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციების დაახლოების მცდელობას, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობა მიუთითებს დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
„არ მსურს რაიმე კონკრეტული ქმედების შესახებ სპეკულირება, ამიტომ, ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ მხარეების გაეთიანების მცდელობის გზას,“ - დასძინა ო'ბრაიენმა.