რუსეთის კურსკის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსული მხარის განცხადებით, რუსეთში, კურსკის ოლქში, უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

„კურსკის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე," - დაწერა გუბერნატორმა ტელეგრამ არხზე.

უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.