რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად, – ამის შესახებ NBC News სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის სამი წყაროს ინფორმაციით, იგულისხმობა რუსეთის ძალისხმევა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, რომელსაც შეეძლო თანამგზავრების განადგურება და რომლებიც გადამწყვეტია აშშ-ის სამოქალაქო კომუნიკაციებისთვის, ნავიგაციის, სამხედრო ოპერაციებისა და დაზვერვის შეგროვებისთვის.
როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ საქმე „სერიოზულადაა“, მაგრამ არსებობს გზები, რათა „შეაკაონ“ საფრთხე მასობრივი პანიკის გამოწვევის გარეშე.