მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე. ინფორმაციას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ხათუნა კოტრიკაძე რამდენიმე ქართულ ფილმში ასრულებდა როლებს. პირველად 15 წლის ასაკში ითამაშა სოსო ჩხეიძის ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული".

მაყურებელი მსახიობს იცნობდა შესრულებული როლებით, ფილმებში „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი.“ მან სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა.

მსახიობმა პირველი როლი 15 წლის ასაკში, სოსო ჩხაიძის ფილმში - მეთხუთმეტე გაზაფხული შეასრულა.