საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად მოგზაურობისთვის პირადი თანხა - 48 217 ლარი დახარჯა. ეს არის მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი, რომელიც განახლებულ ქონებრივ დეკლარაციაში აისახა.
საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 2023 წელს 84 221 ლარი იყო, საიდანაც 55 275 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა.
29 იანვრის მონაცემებით, მის საბანკო ანგარიშებზე იყო: 27 ათას ევრომდე და 29 ათას დოლარამდე თანხა.