რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტომ და აშშ-ის კოსმოსური კვლევის სააგენტომ, ექვსი თანამგზავრის წარმატებული გაშვება დაადასტურეს,
ამის შესახებ პენტაგონი იტყობინება. თანამგზავრები ორწლიან ტესტს გაივლიან ორბიტაზე. ამასთან. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და კოსმოსური საძიებო სააგენტოების ინჟინრები ტესტების სერიას უახლოეს კვირებში ჩაატარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ტექნოლოგია სწორად მუშაობს.
გაშვებული თანამგზავრები შექმნილია ჰიპერბგერითი, ბალისტიკური და სხვა საფრთხეების აღმოსაჩენად.