ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება - სააგენტოს განმარტება

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა.


„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე შესაძლებლობა აქვს, ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნოს და ჯანდაცვითი რეკომენდაციები მიიღოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.