ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი: ალექსეი ნავალნი მოკლეს

ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანმა, კირა იარმიშმა X-ით გაავრცელა მოკლე ცნობა, რომელშიც ის წერს, რომ „ალექსეი ნავალნი მოკლეს.“ ეს ნავალნის წარმომადგენლების მხრიდან პირველი დადასტურებაა.


„დედის ოფიციალური განცხადებით, ალექსეის სიკვდილი დადგა 16 თებერვლის 14:17 საათზე, ადგილობრივი დროით. კოლონიის თანამშრომლის თანახმად, მისი ცხედარი ახლა სალახარდშია. ის იქ საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა გადაასვენეს. ახლა ისინი „საგამოძიებო მოქმედებას“ აწარმოებენ. „მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს,“ წერს კირა იარმიში.


რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.