ავდიივკიდან უკრაინული ძალების გაყვანა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა რაიმე საზღვრებს მიაღწია - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალების გაყვანა ავდიივკადან არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა მიაღწია რაიმე საზღვრებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ხალხის გადარჩენაა.


„[რუსეთის] კონტრშეტევითი ოპერაციები ოქტომბერში დაიწყო და ოქტომბრიდან მთელი იარაღით და მთელი ძალით უტევდნენ ამ უბედურ ავდიივკას. ათიათასობით მათი ჯარისკაცი დაიღუპა იქ. ამას მიაღწია რუსეთმა. მე მჯერა, რომ ჩვენი ძალები მუდმივად ასრულებენ რუსების გამოფიტვის დავალებას და ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა სწორი გადაწყვეტილებაა.

შემდეგ იქნება აღდგენა და ჩვენ დაველოდებით საჭირო იარაღს, რომელიც უბრალოდ არ იყო საკმარისი. არ არის საკმარისი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. რუსეთს აქვს ისინი, ჩვენ კი, ძალიან ცოტა გვაქვს. ეს არის მთელი სიმართლე. ამიტომ, დღეს ჩვენი მთავარი იარაღი ჩვენი ჯარისკაცები, ხალხია და ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.