12 თებერვალს ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილი - "ოკაცეს კანიონი" დროებით დაიკეტა. მიზეზი ის ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც პერიოდულობით უტარდება ობიექტის ინფრასტრუქტურას.
ამ კანიონშია გავლებული საქართველოში კლდეებზე გადმოკიდებული პირველი ბილიკი, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვისაა შექმნილი. დაახლოებით 2-3 საათის საფეხმავლო გზის ნაწილია დადიანების ისტორიული ტყე-პარკი და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკი.
კანიონი დასავლეთ საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ გორდის მიმდებარედ არის. აქ ტურისტები მთელი წლის განმავლობაში იყრიან თავს.
რადიო თავისუფლებას "დაცული ტერიტორიების სააგენტოში" განუცხადეს, რომ საჭირო ტექნიკური სამუშაოს ჩატარება ტურისტული სეზონის დაწყებამდე გადაწყვიტეს. უახლესი კვირის განმავლობაში დაქირავებულმა კომპანიამ კანიონში კიბეების, კიდული ბილიკისა და გადასახედი სივრცე უნდა გადაღებოს.
"ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება ხორციელდება ინფრასტრუქტურაზე სპეციალისტების მიერ კლიმატისა და სხვა ფაქტორების ზეგავლენის შეფასების შემდგომ, კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამისად სიხშირე დამოკიდებულია საჭიროებებზე," - აღნიშნავენ სააგენტოში.
"ოკაცეს კანიონი" ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს ემსახურება.