„მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილნი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს,“ - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„მიხარია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს,” - წერს დომბროვსკისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.