აშშ უკრაინის დასახმარებლად, ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს ესტონეთს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად, ესტონეთს ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს ($500,000) გადაურიცხავს. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც როდესაც აშშ-მ უკრაინის დახმარების მიზნით, უცხოელ მოკავშირეს გაუგზავნა.


„დღევანდელი განცხადება აჩვენებს შეერთებული შტატებისა და ჩვენი ესტონელი პარტნიორების ურყევ გადაწყვეტილებას, შეუჩერონ (რუსეთის) პრეზიდენტ პუტინს დასავლურ ტექნოლოგიებზე წვდომა, რომელსაც იგი ეყრდნობა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის საწარმოებლად,“ -აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა. 


ესტონეთი ჩამორთმეულ თანხებს უკრაინის ელექტროგამანაწილებელი და გადამცემი სისტემების აღსადგენად გამოიყენებს. შეერთებულმა შტატებმა ჩამორთმეული რუსული სახსრები უკრაინას პირველდ 2023 წლის თებერვალში გადასცა. როგორც უკრაინული მედია წერს, რუს ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევისთვის ჩამორთმეული 5,4 მილიონი დოლარის აქტივები, ომის ვეტერანების მხარდასაჭერად დაიხარჯა.


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 24 იანვარს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონს გზას გაუხსნის რუსული აქტივების კონფისკაციისკენ. თუ კანონმდებლობას კონგრესის ორივე პალატას მიიღებს და მას ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს, ეს საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, პირველად ჩამოართვას ცენტრალური ბანკის აქტივები იმ ქვეყანას, რომელთანაც ის ომში არ არის.