დღეს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლქსანდრ სირსკი აცხადებს, რომ თვითმფრინავები მართვადი ავიაბომბებით უტევდნენ უკრაინის ჯარების პოზიციებს.
გენერლის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ავიაგამანადგურებელი-ბომბდაშენი Су-34 და გამანადგურებელი Су-35С.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ცნობით, ორი რუსული თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში გაანადგურეს.
ცნობისთვის, ნიკოლაი ოლეშჩუკმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი - ორი „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი და ერთი „სუ- 35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს.
უკრაინელებმა 18 თებერვალსაც განაცხადეს, რომ რუსული Su-34-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს.