აშშ განიხილავს სანქციების დაწესებას ჩინური ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მხარდაჭერაში არინ ეჭვმიტანილნი. უკრაინის წინააღმდეგ, იტყობინება CNBC 19 თებერვალს აშშ-ის კონგრესის წევრებზე დაყრდნობით.
მანამდე ევროკავშირმა მსგავსი ზომების შემორება სანქციებისმე-13 პაკეტში ითხოვა, რაც პირველი შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება პეკინის მხრიდან რუსეთისადმი პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, ადგილობრივ კომპანიებზე აქვთ ეჭვი, რომ ისინი ეხმარებოდნენ მოსკოვს კიევის პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების თავიდან აცილებასა და მოსკოვს, სანქცირებული საქონლით ამარაგებდნენ.
„ჩინეთს უნდა ესმოდეს, რომ იგივე ტიპის სანქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ რუსეთის პროდუქტიულობაზე, ეკონომიკასა და ცხოვრების ხარისხზე, შეიძლება, გამოყენებული იყოს ჩინეთის მიმართაც. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩინეთს გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე რუსეთს,“ ამბობდა სენატორი ჯერალდ კონოლი CNBC-სთან.
გეგმებს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ ჩინურ კომპანიებს აქვთ უფლება, აწარმოონ ბიზნესი ვისთანაც სურთ. ჩინეთი ამჟამად ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც პანდემიის შემდგომი აღდგენითა და უძრავი ქონების კრიზისით გამწვავდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წელს 4,6%-მდე შემცირდება.