აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით ენერგორესურსების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეფრი პიატთან, რომ ვითანამშრომლოთ სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებისთვის. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები ტრადიციული ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნა შაჰბაზოვმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ გაზის დერეფანს, რადგან ვაშინგტონის შეფასებით, ის წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და კასპიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში დასავლეთთან.
ცობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.