რუსეთის მოკავშირესთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, პირველი მარტიდან ლიეტუვა ბელორუსის საზღვარზე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს რაიგარდასსა და ლავორისკესს დახურავს.
ასევე, გაზაფხულიდან შეიზღუდება ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა გადაადგილება მედინინკაის და სალჩინინკაის საგუშაგოების გავლით.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებას ამ საგუშაგოების გავლით მოძრაობის შეჩერების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე მხარი დაუჭირა ბელორუსის საზღვარზე სარკინიგზო გამშვებ პუნქტზე მატარებლის მგზავრების გადაადგილების შეზღუდვას. გარდა ამისა, სამინისტროს სურს საზღვარზე მოძრავი რეგულარული ავტობუსების რაოდენობის განახევრება.
გასულ წელს ლიტვა-ბელორუსის საზღვარი საგზაო სასაზღვრო გამშვები პუნქტებით, დაახლოებით 3,9 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა, რომელთაგან 66% ბელორუსის მოქალაქეა.
2023 წლის აგვისტოში ლიეტუვამ მსგავსი მიზეზების გამო ორი სასაზღვრო გადასასვლელი დახურა.