ლიტევის თავდაცვის მინისტრმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების გააქტიურების მიზანი დაასახელა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა კომენტარი გააკეთა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული დაზვერვის სამსახურების გააქტიურებას გულისხმობს. მინისტრის განცხადებას Delfi ციტირებს.


მისი თქმით, ამ ქმედებებით კრემლი მიზნად ისახავს საზოგადოების გახლეჩას და ხელისუფლების ორგანოების მიმართ უნდობლობის გაზრდას.

ანუსაუსკასმა აღნიშნა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს თავის გეგმებზე, მოაწყოს ჰიბრიდული თავდასხმები ბალტიისპირეთის ქვეყნებში.


ცოტა ხნის წინ, ესტონეთსა და ლატვიაში რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

გარდა ამისა, ლიეტუვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი, რუსეთის მიერ უახლოეს მომავალში ქვეყანაში სხვადასხვა ობიექტზე შეტევის მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა.