ბრაზილიაში ლავროვის თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი განაცხადეს - მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავი ბრაზილიაში საწვავით არ შეავსეს. აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების რისკის გამო, ადგილობრივმა კომპანიამ, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურებოდა, რუსული თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი თქვა. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი აერო ტელეგრაფი და რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყებიან.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტიდან, ბრაზილიის პრეზიდენტთან შესახვედრად უნდა გაფრენილიყო. მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ლავროვის თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე, ბრაზილიურმა მხარემ რუს მინისტრს ლულასთან შეხვედრაზე, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავით, მაურო ვიეირასთან ერთად გამგზავრება შესთავაზა. მედია ლავროვის ფრენის საბოლოოდ შესრულების შესახებ სხვადასხვა ვერსიაზე წერს. ერთი ვერსიით, ის ლულასთან შეხვედრაზე, ბრაზილიელ კოლეგას „დაემგზავრა.“ მეორე ვერსიით - მისი თვითმფრინავი საწვავით, სხვა ლოკაციაზე შეავსეს.


თავად რუსმა მინისტრმ განაცხადა, რომ ბრაზილიაში "პრაქტიკულად არ არსებობენ კომპანიები, რომლებიც საწვავით ავსებენ თვითმფრინავებს, რომლებიც არ არიან დასავლური კორპორაციების საკუთრებაში."

როგორც haqqin.az წერს, ლავროვს ბრაზილიაში მოხვედრაც გაუჭირდა. მოსკოვიდან RA-96019 ჯერ სამხრეთით გაფრინდა თურქეთის გავლით, შემდეგ კი  - კასაბლანკაში. იქ საწვავით შევსებამ თვითმფრინავს საშუალება მისცა, ევროპის შეზღუდულ საჰაერო სივრცეზე გადაფრენილიყო. მაროკოდან ილ-96 ჰავანაში გაემართა.