თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ააანონსებს.
აშშ თეირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის შემდეგ, რამაც გააძლიერა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, "სწრაფი" და "მკაცრი" პასუხით ექმუქრება, თუ თეირანი მოსკოვისთვის ბალისტიკური რაკეტების მიყიდვას გააგრძელებს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ "დამატებით სანქციებს უახლოეს დღეებში" დააწესებს.
„ჩვენ არ გვინახავს რაიმე დადასტურება იმისა, რომ რაკეტები რეალურად გადატანილია ირანიდან რუსეთში, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი ამას არ გააკეთევბენ,“ აღნიშნა კირბიმ.
„მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი იქნება სწრაფი და მკაცრი,“ განმარტა კირბიმ.
შეერთებული შტატები აპირებს, რომ სანქციების ახალი ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ, 23 თებერვალს გამოაცხადოს. ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით და რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო.